ახალი ამბები

მესი პსჟ-ს ტოვებს

1 ივნისი, 2023 • 898
მესი პსჟ-ს ტოვებს

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენის მაისურით ბოლო მატჩს ამ კვირაში ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ფრანგული კლუბის მწვრთნელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე მქონდა პატივი, ამ სპორტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის მწვრთნელი ვყოფილიყავი, ამ კვირაში მესი პსჟ-ის შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩაატარებს“, — განაცხადა კრისტოფ გალტიემ, პსჟ-ს მწვრთნელმა.

რაც შეეხება არგენტინელი ფეხბურთელის მომავალს, გავრცელებული ცნობებით, მესის ალ-ჰალალი რეკორდული რაოდენობის ხელფასს სთავაზობს, რაც ორი წლის განმავლობაში 1.2 მილიარდ ევროს მოიცავს. თუმცა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საუდის არაბეთის გარდა, ბარსელონაშიც ელოდებიან.

ბარსელონას მწვრთნელი ხავი ერნანდესი აცხადებდა, რომ კლუბი მესის დასაბრუნებლად მზადაა და გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. BBC Sport აღნიშნავს, რომ ვითარება ასე მარტივადაც არაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრობლემა ლა ლიგაში არსებული რეგულაციების გამო მესისთვის ხელფასის გადახდაა.

ფრანგული გამოცემა L’Equipe წერდა, რომ შესაძლოა არგენტინელს კონტრაქტი ამერიკულ კლუბ ინტერ მაიამისთან გაეფორმებინა და სპორტსმენი რამდენიმე თვით იჯარით კატალონიურ კლუბში გაეშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი