ახალი ამბები

ხუნდაძის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

2 დეკემბერი, 2019 • 1291
ხუნდაძის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარ ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. 2 მომიტინგე ადამიანი დაშავდა.

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი