ახალი ამბები

საია: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

2 დეკემბერი, 2019 • 1153
საია: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექოტირს მხრიდან.

აღნიშნული განცხადება საიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჟურნალისტ ნათია ზოიძის თქმით, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

“გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია ყურადღებას ამახვილებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი, საიას განცხადებით, არაერთი კითხვა არსებობს.

ორგანიზაცია მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს, უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.

ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი], გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს.

თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება – ზოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი