ახალი ამბები

თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება – ზოიძე

30 ნოემბერი, 2019 • 2050
თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება – ზოიძე

ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს.

  • ნათიაწუხელ შენ და ასევე მაუწყებლის ჟურნალისტებს შეგხვდათ ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძეამ შეხვედრის შემდეგ შენ დაწერერომ „რაღაცეების გასაჯაროებით გემუქრებიან“. შეგიძლია გვითხრარა მოხდა ამ თათბირზე

წუხანდელ თათბირზეც, ჟურნალისტების თანდასწრებით გაიმეორა ის, რაც მითხრა პირისპირ შეხვედრის დროს – საუბარი ჩემთან დაკავშირებით იმიტომ დაიწყო, რომ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ ჰყავს მხედველობაში, როცა აცხადებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ვინ ახდენს ჩვენზე ზეწოლას და კითხვების დასმით მიიყვანეს იქამდე, რომ ეთქვა – თურმე მე უკანონო საქმიანობას ვეწევი, რომ სარედაქციო საქმიანობა არ არის ჩემი მოვალეობა და უნდა ჩამოვშორდე სარედაქციო პოლიტიკას.

  • თუ არ ჩამოშორდები მაშინ რა მოხდებაორა თქვა?

თუ არ ჩამოშორდები, მაშინ შენს პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება ფაქტებიო. რა თქმა უნდა, ჰკითხეს ჟურნალისტებმა თუ რას გულისხმობდა. იქ აღარ დაუკონკრეტებია, რა ფაქტზეა საუბარი, მაგრამ პირისპირ შეხვედრის დროს [რომელიც ჩვენს შორის ამ შეხვედრამდე გაიმართა] მითხრა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მაქვს ჩადენილი. როცა ვკითხე, თუ რა დანაშაულზეა საუბარი, ერთი ფაქტზე მიმითითა: არჩევიდან მეორე დღეს მაუწყებლის მრჩეველის – ბეჟან გობაძის მიერ გამოგზავნილი წერილი ახსენა. მრჩევლად ყოფნის პერიოდში ბეჟან გობაძემ მოითხოვა საკმაოდ მოცულობით ვიდეო არქივი, რომელიც ეთერში იყო გასული. მართალია, მრჩეველს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია იმდენად მოცულობითი იყო, რომ მე მას ვთხოვე დაეწერა ოფიციალური წერილი და ამ წერილის შემდეგ გავცემდით ვიდეო მასალებს.

იცით ქვეყანაში რა პროცესები მიდის, ამიტომაც ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ბუღალტერიაშიც კი არ გადაგვიგზავნია ქრონომეტრაჟი, რომ გადაეხადა დაწესებული მოსაკრებელია. შესაბამისად, ვერ გავეცით მასალა. აი, ამაზე მითხრა, რომ ეს არის სისხლის  სამართლის დანაშაული. მე მას ავუხსენი, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის მოთხოვნის უფლება და ერთადერთი პროცედურა, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია, არის ის, რომ დავაგვიანეთ ინფორმაციის შეგროვება და გაცემა.

ერთი რამის თქმა მინდა, თუ ჩემს წინააღმდეგ აქვთ რამე სამხილი, დროზე მიმართონ პროკურატურას, წინაღმდეგ შემთხვევაში მსგავს საუბარს აღვიქვამ, როგორც შანტაჟს.

  • რას ითხოვს გიორგი კოხრეიძე თავისი მოადგილისგანანუ შენგან?

ძირითადად აქვს მოთხოვნა, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოვშორდე. ამის მიზეზად ასახელებს ჩემი ხელშეკრულების შეუსაბამობას არხის დებულებასთან. მთავაზობს, რომ შემინარჩუნებს პოზიციას და ხელფასს, ოღონდ უნდა გადავიდე რადიოში და დავჯდე მის კაბინეტში. ფიქრობს, რომ მე მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და აფელირებული ვარ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, რაზედაც მიიღო მწვავე პასუხი. არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ მე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ვარ, უბრალოდ, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის ტაქტიკა. მე ვამბობ, რომ გიორგი კოხრეიძე არ მოქმედებს მარტო ან თავად ის განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

  • ახალ დირექტორს მაუწყებლის საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი დაუპირისპირდა საჯაროდამ ჟურნალისტების მიმართ გამოხატა რაიმე პრეტენზია წუხანდელ შეხვედრაზე?

ჩემს გარდა ძალიან დიდი აგრესია გამოიჩინა კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ კითხვებს სხვა ჟურნალისტებიც უსვამდნენ. აგრესია გამოიჩინა მაია მერკვილაძის მიმართ, ირინა ყურუას და თეონა ბაკურიძის მიმართ. დანარჩენებზე თქვა, რომ ის არის კეთილგანწყობილი და მას შეუძლია მოსმენა. თუმცა არ უთქვამს ამ ადამიანებთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. არ მოსწონს ჩვენი გადაცემები და აქვს პრეტენზიები, რომ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ვეწევით და ამ მიმართულებით რაღაც უნდა შეიცვალოს.

როცა ვეკითხებით, როგორ უნდა შეცვალოს თუ თვითონ არ ჩაერევა, როგორ უნდა მიიღოს უკეთესი რეპორტაჟი, როგორიც მას წარმოუდგენია, პასუხებს ვერ ვიღებთ. საერთოდ არ აინტერესებს რა დასკვნებია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე იძახის – მაგათ რა იციან, 2-პროცენტიანი ნდობა აქვთო.

  • მაუწყებლის თანამშრომლებმამინიმუმ 60-მა ადამიანმა საჯაროდ დააფიქსირარომ კოხრეიძის დირექტორად დანიშვნას აღიქვამენროგორც გამოწვევას და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის საფრთხესწუხელ ცალკეული ადამიანების მიმართ გამოჩენილი აგრესია და სხვების მიმართ ლოიალურობა ხომ არ ემსახურება იმ მიზანსრომ ამ გზით გუნდი გაიხლიჩოს?

მას კი ჰქონდა კონკრეტული პირების მიმართ აგრესია, მაგრამ არაფერი დაუკლიათ დანარჩენებს – ყველა კითხვა დაუსვეს, რისი დასმის აუცილებლობაც იყო კონკრეტულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ამ ანკესზე არავინ არ წამოეგება. ჩემი განწყობა ასეთია. გაცილებით მეტად აქტიურობდნენ სხვები, ვიდრე ეს კონკრეტული პირები.

  • გაითვალისწინებ მის მოთხოვნებსთუ ტელევიზიასა და შენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აპირებ მუშაობის გაგრძელებას?

ჯერჯერობით მის პირობებს არ ვთანხმდები. ვერ იმუშავებს ის ჩემთან კომფორტულად და მან ეს თქვა. ვფიქრობ, რომ ვმოქმედებ კანონის შესაბამისად, ვარ დამოუკიდებელი და თუ მას აქვს დისკომფორტი ჩემთან დაკავშირებით, თვითონ მიიღოს ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ამონარიდი ნათია ზოიძის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების მე-5 მუხლი: „დასაქმებულის შრომის მოვალეობაში შედის… ა) მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია. ბ) მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის მართვა. დ) შესაბამისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულების უზრუნველყოფა“.

  • შენ ერთერთი იმ ჟურნალისტთაგანი ხარვინც სრულიად არაპლურალისტურ მედიაგარემოში აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებასრომელთან კავშირებსაც ახლა გაბრალებენმაინტერესებს თუ გქონდა გამოხმაურებამაგალითად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისგანრომლებმაც გიორგი კოხრეიძისგან განსხვავებით შენი წარსული საქმიანობის შესახებ კარგად იციანდაინტერესდნენ რა ხდება მაუწყებელშიგიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევაში მათი როლი ხომ გადამწყვეტი იყო

აქამდე არც ერთს არ დაურეკავს. ერთადერთი დეპუტატი მახსენდება, ოღონდ მას არ დავასახელებ, რომელმაც თქვა, რომ მას ჩემი სჯერა და მირჩია, რომ ჯობია დავრჩე ტელევიზიაში და რომ მისთვის კრიტიკული კითხვების დასმა არ არის პრობლემა. ეს არ იყო ის [დეპუტატი], ვის გამოც მე 2007 წელს ბედიას [დავით ბედია – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომლის ხელმძღვანელობით 8 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტები დაარბიეს და 25-ე არხის სიგნალი გამორთეს] და სპეცრაზმს გადავუდექი. სხვები არ გამომხმაურებიან, არც მოუწერიათ და არაც დაურეკავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი