თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება – ზოიძე

ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა, აცხადებს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ნათია ზოიძე ასევე გააფრთხილეს, რომ მის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. მაუწყებლის ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე წუხელ [29 ნოემბერი] გვიან ღამით შეხვდა მაუწყებლის ჟურნალისტებს და თავად ნათია ზოიძეს. ნათია, წუხელ შენ და ასევე მაუწყებლის ჟურნალისტებს შეგხვდათ ახალარჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე. ამ შეხვედრის შემდეგ შენ დაწერე, რომ „რაღაცეების გასაჯაროებით გემუქრებიან“. შეგიძლია გვითხრა, რა მოხდა ამ თათბირზე?  წუხანდელ თათბირზეც, ჟურნალისტების თანდასწრებით … ვრცლად თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება – ზოიძე