ახალი ამბები

ანონსი – 21 მაისი

21 მაისი, 2015 • • 1205
ანონსი – 21 მაისი

10:30 პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენის მკვლელობის საქმე და მკვლელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია; 


11:00 კულტურის სამინისტროში, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ “ამირანთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი გაუძღვებიან.


11:00 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობის პროცესს თბილისის №166 სკოლაში დაესწრება;


11:00 პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს; 


11:30“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს; 

12:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი; 

 

12:00 მართლმსაჯულების სახლში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის შუალედური ანგარიშის, სამომავლო გეგმებისა და სასამართლო მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: იუსტიციის უმაღლესი სკოლა – მართლმსაჯულების სახლი ნოდარ ბოხუას ქუჩა N 19 (დიღმის მასივი) საკონტაქტო პირი: ქეთევან ბასილაშვილი 577 284292

 

მასალების გადაბეჭდვის წესი