ახალი ამბები

არ მივცემდით საბაბს, რომ ეთქვას, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო – ბოკერია „ოცნებაზე“

30 ნოემბერი, 2019 • 1622
არ მივცემდით საბაბს, რომ ეთქვას, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო – ბოკერია „ოცნებაზე“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ ხვდებიან, რომ მათთვის არ მიეცათ იმის თქმის საფუძველი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა.

ბოკერიამ „უცნაური ფორმატი“ უწოდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ ფორმატს: „განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს“.

„მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც შეიცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და „გერმანულ მოდელზე“, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ“, – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

დღეს, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან დიპლომატების თანდასწრებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი