ახალი ამბები

დანით თავდასხმას ლონდონში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ჰააგაში 3 დაჭრეს

30 ნოემბერი, 2019 • 1819
დანით თავდასხმას ლონდონში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ჰააგაში 3 დაჭრეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ტერორიზმის კუთხით იკვლევს შემთხვევას, რომელიც რამდენიმე საათის წინ ლონდონში, ლონდონის ხიდზე მოხდა.

როგორც BBC წერს, დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა და 2 ადამიანი მოკლა. მას ტანზე ე.წ. თვითმკვლელის ქამარი ჰქონდა დამაგრებული, რომელიც რეალურად ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. ინციდენტის ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ თვითმხილველებმა გაიგეს სროლის ხმა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა თქვეს, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ლონდონის თავდასხმიდან რამდენიმე საათში მორიგი მსგავსი ინციდენტი მოხდა ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში. დანით შეაიარაღებულმა პირმა ტურისტულ უბანში, ერთ-ერთ მაღაზიაში 3 პირი დაჭრა, მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა. პოლიცია დაახლოებით 45-50 წლის კაცს ეძებს.

ფოტოზე: ლონდონის ხიდი თავდასხმის შემდეგ. 29 ნოემბერი, 2019/EPA-EFE/FACUNDO ARRIZABALAGA

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.