ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

29 ნოემბერი, 2019 • 1712
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია.

საბჭოს ვებსაიტზე მითითბული მონაცემების თანახმად, მარსაგიშვილი 1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი;

2004-2005 წლებში კი მარსაგიშვილი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლად.

2005 წელს საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად, 2005-2006 წლებში კი იყო დუშეთის რაიონული პროკურორი.

2006-2007 წლებში იკავებდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განყოფილების პროკურორის თანამდებობას. 2007-2008 წლებში კი იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.

2008-2017 წლებში ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე წლიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი