ახალი ამბები

ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან – ვაშაძე

29 ნოემბერი, 2019 • 952
ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან – ვაშაძე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრის ფორმატის შესახებ დეტალებს ევროკავშირის წარმომადგენლობა აზუსტებს.

“ვენეციის კომისიის წარმომადგენლები აუცილებლად იქნებიან, ეს დადასტურებულად ვიცი ევროკავშირის წამრომადგენლობისგან. ახლა მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ევროპის კავშირი თავისი წამრომადგენლის სახით გვეტყვის, როგორ მოიაზრებენ ისინი ამ შეხვედრას, რა მოდალობები, ფორმატი და დღის წესრიგი იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ხვალ, 30 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მეც მქონდა კომუნიკაცია ელჩებთან, მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ხედავენ ოპოზიციის მხრიდან, იქნება დავმსხდარიყავით დიალოგის ფორმატში.

ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე განმარტავს, რომ შეხვედრას ასევე დაესწებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და “იქ გაიმართება დისკუსია“. მისივე თქმით, დისკუსიის საგანი შეხვედრის დროს ასევე იქნება ე.წ. გერმანული მოდელი, თუმცა “ოცნება“ ამ საკითხზე დიდხანს გაჩერებას არ გეგმავს.

“დღეს დაზუსტდება შეხვედრის ფორმატი, დრო და ადგილი და ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით ინფორმაციას“, – ამატებს კობახიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი