ახალი ამბები

წმ. მიხეილის საავადმყოფო აუქციონზე 35 მილიონად იყიდება

29 ნოემბერი, 2019 • 2008
წმ. მიხეილის საავადმყოფო აუქციონზე 35 მილიონად იყიდება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს აუქციონზე ყიდის. დავით აღმაშენებილის გამზირზე მდებარე 8 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია.

ქონების საწყისი ფასი 35 მილიონი ლარია. ე.წ მიხაილოვის საავადმყოფო იმ 100 საპრივატიზაციო ობიექტებს შორისაა, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის.

მყიდველი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ტერიტორია ექსპლუატაციაში შევიდეს. აუქციონის პირობებით მყიდველს შეძენილ ტერიტორიაზე სასტუმრო, საოფისე ან კომერიციული ფართის აშენების უფლება ექნება.

დღეს, 29 ნოემბერს, ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 100 ობიეტი აქუციონზე გასაყიდად გამოიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარია, მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება კი- 200 მლნ ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი