ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ვსწავლობთ აფხაზურს – ბავშვები ფერიის საჯარო სკოლიდან

29 ნოემბერი, 2019 • 2921
რატომ ვსწავლობთ აფხაზურს – ბავშვები ფერიის საჯარო სკოლიდან

ფერიის საჯარო სკოლაში, ხუთი წელია ქართველი და აფხაზი ბავშვები აფხაზურ ენას სწავლობენ. ყველა მოსწავლეს თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ დაიწყო აფხაზურის ენის სწავლა.

“ჩემი მეგობარი აფხაზია. მინდა რომ მისი ენა ვისწავლო, რომ მერე ერთად წავიდეთ აფხაზეთში,” – ეს აფხაზური ენის შესწავლით დაინტერესებული ნიკა ესერიძის პასუხია კითხვაზე, თუ რატომ სწავლობს აფხაზურს.

ალეკო ხოხბა აფხაზია, თუმცა სანამ ენის კურსებზე სიარული არ დაიწყო, არცერთი სიტყვა არ იცოდა აფხაზურად.

“აფხაზები ვართ, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ იციან აფხაზური.  ახლა მე და ჩემი ძმა ვსწავლობთ აფხაზურს იმისთვის რომ მერე ჩვენს მშობლებს ვასწავლოთ,” – ამბობს ალეკო.

“აფხაზეთში ჩვენი ძმები არიან. ენას იმიტომ  ვსწავლობ, რომ მინდა ამით ხმა მივაწვდინო და თუ ჩავალთ ოდესმე, ვუთხრა რომ ჩვენც ვიცით აფხაზური ენა,” – ამბობს ბექა ბერიძე.

რატომ ვსწავლობ აფხაზურს

ფერიის საჯარო სკოლაში, ხუთი წელია ქართველი და აფხაზი ბავშვები აფხაზურ ენას სწავლობენ. ყველა მოსწავლეს თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ დაიწყო აფხაზურის ენის სწავლა.ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რატომ გადაწყვიტეს ბავშვებმა ენის შესწავლა

Posted by Netgazeti on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

 

მასალების გადაბეჭდვის წესი