ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზ პირველკლასელებს დართეს ნება, არააფხაზურ სკოლებშიც ჩაირიცხონ

24 აგვისტო, 2020 • 816
აფხაზ პირველკლასელებს დართეს ნება, არააფხაზურ სკოლებშიც ჩაირიცხონ

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის, ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, დღესვე გაუქმდება დე ფაქტო განათლების მინისტრის რამდენიმე დღის წინ მიღებული ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზი პირველკლასელების მხოლოდ აფხაზურ სკოლებში ჩარიცხვას.

“მშობლებს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტა, რომელ სკოლაში ივლიან მათი შვილები”, – განაცხადა ანქვაბმა.

“ნაციონალური ნიშნით დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებებს არღვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეთნიკურად აფხაზი ბავშვების უფლებებს არღვევს”, – ასე შეაფასა დე ფაქტო მინისტრის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკეილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი