ენმ-ის აქცია სასტუმრო „ჰილტონთან“
ენმ-ის აქცია სასტუმრო „ჰილტონთან“

ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, ენმ-ის ახალგაზრდულ ორგანიზაციას პოლიცია არ აძლევს შესაძლებლობას 150 მეტრის რადიუსში მიუახლოვდნენ სასტუმრო „ჰილტონს“, სადაც ცერემონიალია დაგეგმილი. მისი თქმით,  რამდენიმე თანაპარტიელი პოლიციამ დააკავა და მთავარი სამმართველოს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი. შსს-სში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაკავებულია 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

„ბათუმელების“ კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, მოპირდაპირე მხარეს დგანან ტრანსპარანტებით.

 

დღეს, სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნის ცერემონიალს ესწრება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ჰილტონის“ მშენებლობა წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *