ახალი ამბები

აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ხვალაც გეგმავენ

28 ნოემბერი, 2019 • 1058
აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ხვალაც გეგმავენ

მოძრაობა სირცხვილია პარლამენტის პიკეტირებას ხვალ, 29 ნოემბერსაც გეგმავს.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, პარლამენტთან 10:00 საათზე შეიკრიბებიან და “ქართული ოცნების” მაჟორიტარებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაში ხელს შეუშლიან:

“საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ – აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით.. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს – სხვა ქვეყანაში თავის რჩენის იმედად.

თქვენ ჩვენთვის დასრულებული ხართ, ამიტომ, კიდევ ამოიშენეთ რკინის კედლები და გამოიყენეთ ქართული პოლიცია პირად დაცვად. ჩვენთვის ეს სულერთია. ხვალ ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ არ მოგცემთ თქვენ მშვიდად ძილის და თქვენს პარლამენტარებს თავიანთ სკამებზე უსაქმურად მოკალათების საშუალებას. ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასაკარგი, თქვენ კი მხოლოდ თქვენი მილიარდები გაწუხებთ”, – ამბობენ ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი