ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი – უდუმაშვილი

18 თებერვალი, 2020 •
“ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი – უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. უდუმაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის. ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს, 18 თებერვალს, პარლამენტთან ,ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

“ეს ქვეყანა უნდა გადაიბაროს ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფალი. “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. მე მათ მოვუწოდებ, დროულად მოეგონ გონს და მოემზადონ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს გადაწყვეტილება უკვე მიღბული აქვს და ამ გადაწყვეტილებას ის ოფიციალურად უკვე გააფორმებს ამ არჩევნებზე, დაემშვიდობება ამ ხელისუფლებას და აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კენჭისყრა იგეგმება. ოპოზიცია, შოთაძის დამტკიცების გარდა, აპროტესტებს პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უნდა წარადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი