ახალი ამბები

ანონსი – 18 მაისი

18 მაისი, 2015 • 1105
ანონსი – 18 მაისი

10:00 მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევის მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დააკვირდებიან. მისამართი:  ვ. კომაროვის სახელობის თბილისის  ფიზიკა-მათემატიკური  N 199 საჯარო სკოლა, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49. საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 5 77 500 935

 

10:00 თბილისის საკრებულოში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია, მერიაში მიმდინარე კორუფციული გარიგების შესახებ ბრიფინგს გამართავენ.

 

11:00 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, სალომე გოგლიძე „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს ექსტრადიციის ნაწილში, ინფორმაცია ძებნილ პირთა საქართველოსთვის გადმოცემისა და უცხო ქვეყნებისთვის გადაცემის შესახებ. მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

11:15 ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, „სოკარის“ ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

 

11:30 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, A კორპუსი, ოთახი 306

 

12:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. თბილისი, დარბაზი N307


12.00  საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით. მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. 13


12:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციუმის” წარმომადგენელი თამარ ბუჩუკური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ შეჩერდა სოციალური დამხარების პირთა შეფასება 1 მაისიდან.

 

12:00  ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო „ჰილტონს“ გახსნის.დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების გამგებლებთან.


12:00 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს GWP -ს განაცხადს დედაქალაქში წყლის ტარიფის გაზრდის თაობაზე. მარეგულირებელი კომისიის სხდომას დაესწრებიან “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები, რათა გააპროტესტონ და არ დაუშვან წყლის ტარიფის უკანონო მომატება.
მის; მიცკევიჩის ქ. 19

13:00  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბა” საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: რა გავლენას ახდენს ეროვნული ბანკის ქმედებები ლარის კურსზე.მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.  საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა. ტელ: 557 75 65 33


14:00 ირაკლი ღარიბაშვილი ახლად გახსნილ სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს.

 

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

15:00  კულტურის სამინისტროში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მუზეუმების ღვაწლმოსილ თანამშრომლებს სიგელებით დააჯილდოვებს. ღონისძიებას დაესწრებიან მუზეუმების წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

 

16:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი.  თბილისი, დარბაზი N307

 

“საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების” განხილვა. გ რ ა ფ ი კ ი. თბილისი, პარლამენტის შენობა, დარბაზი N307

 

ბათუმში, “კავკასიური სახლის” ორგანიზებით, იწყება ლექციათა კურსი “კონფლიქტებისა და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტის“ ფარგლებში. უნივერსიტეტი საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 30–ზე მეტ ახალგაზრდას მასპინძლობს. “კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი” 24 მაისამდე გასტანს, რომლის ფარგლებშიც 20–მდე ლექციის ჩატარებაა დაგეგმილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი