ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვა

28 ნოემბერი, 2019 • 1294
“ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვა

“ევროპული საქართველოს” წევრების ნაწილმა პარლამენტის კომიტეტები დატოვეს.

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო ოთარ კახიძის მიმართვა იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებიდან გასვლის შესახებ; სერგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დატოვა; ლელა ქებურია და ლაშა დამენია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან გავიდნენ; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა ირაკლი აბესაძემ; ზურაბ ჭიაბერაშვილმა დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დატოვა, ხოლო ზაზა კედელაშვილმა – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში. პლენარულ სხდომებს სრულად ბოიკოტს ვუცხადებთ. რაც შეეხება კომიტეტებს, რეგლამენტით სავალდებულოა, რომ ერთ კომიტეტში მაინც იყოს წევრი და ამიტომ, სადაც ორ კომიტეტში ვიყავით გაწევრიანებული, იქ დავტოვეთ თითო კომიტეტი. ფრაქციის თავმჯდომარემ და ვიცესპიკერმა დავტოვეთ ორივე კომიტეტი, რომელშიც ვიყავით გაწევრიანებული და ამ ბოიკოტით პროტესტს ვუცხადებთ ივანიშვილის მონამორჩილთა გადაწყვეტილებას და აქტიური საპარლამენტო ცხოვრებიდან გადავედით ქუჩის პროტესტზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ოთარ კახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი