ახალი ამბები

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც გაიმართა

17 მაისი, 2015 • 1073
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც გაიმართა

აქციაში მონაწილეობენ  როგორც  “ლგბტ საქართველოს” , ასევე ქალთა მოძრაობის, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სწორედ იუსტიციის სამინისტროა პასუხისმგებელი იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რაც უნდა გაუადვილოს ტრანსგენდერ პირებს სქესის შეცვლა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, ასევე იუსტიციის სამინისტროა პასუხისმგებელი 2015 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ამიტომაც შეირჩა აქციის ადგილად სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორია. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით- “ყველა თანასწორია”, “სიძულვილი არჩევადია, ორიენტაცია არა”, “ შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი” და ასე შემდეგ. 

აქციის მონაწილეებს ასევე აქვთ ცისარტყელას დროშები. 

 

ეს მესამე აქციაა, რომელიც 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართეს.  აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი