ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დასანანია – ევროპარლამენტარი

27 ნოემბერი, 2019 • 873
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დასანანია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი იზიარებს კოლეგების შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

“საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დასანანი იყო. ჩვენ არ უნდა დავუწესოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელი საარჩვენო სისტემა გამოიყენონ, თუმცა ჩვენ ველით მათგან თავიანთი აღებული ვალდებულებების შესრულებას”, – განაცხადა მიკსერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ამასთან ერთად, დაარწმუნონ როგორც საკუთარი მოსახლეობა, ისე საერთაშორისო საზოგადოება, რომ გარანტირებული იქნება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა.

დებატებზე, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ, დეპუტატებმა შეშფოთება გამოხატეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

ამ თემაზე:

კუბილიუსი საქართველოზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს ოპოზიციასთან

პროპორციული სისტემის ჩაგდება მოულოდნელი იყო – ევროპარლამენტის წევრი

საქართველოში უკიდურესად სახიფათო პოლიტიკური კრიზისია – ანა ფოტიგა

მასალების გადაბეჭდვის წესი