ახალი ამბები

კუბილიუსი საქართველოზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს ოპოზიციასთან

27 ნოემბერი, 2019 •
კუბილიუსი საქართველოზე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს ოპოზიციასთან

ევროპარლამენტის წევრი და ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითრებული მოვლენები აიძულებს, შეშფოთება გამოთქვას ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, დემოკრატიის მომავლის კუთხით:

“საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაიძულებს, შეშფოთება გამოვთქვათ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, დემოკრატიის მომავლის კუთხით. ცხადია, თუ არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ინტეგრაცია. საქართველოში მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ განახორციელოს საკუთარი დაპირება, რომელიც ქართველ ხალხს და ოპოზიციას მისცა პროპორციულ საარჩენვო სისტემასთან დაკავშირებით. დაპირება, რომელიც ზაფხულის საპროტესტო გამოსვლების ფონზე გასცა. ახლა ქართველმა ხალხმა პარლამენტისადმი ნდობა დაკარგა. მმართველმა პარტიამ განიზრახა პირობა არ შეასრულოს ალბათ იმიტომ, რომ ეშინიათ, პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებენ.

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან? შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ მმართველი პარტია აპირებს გმაოიყენოს ძველი ადმინისტრაციული ხრიკები არჩევნების მოსაგებად. ამიტომ ეს დისკუსია კარგი შესაძლებლობაა მოვუწოდოთ მმართველ პარტიას, დაუბრუნდეს ნამდვილ და სანდო დიალოგს ოპოზიციასთან. უნდა მოვუწოდოთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, შეთანხმდნენ ძირითად რეფორმაზე, რადგან ძველ სისტემას ხალხი არ ენდობა. ე.წ. გერმანული მოდელი შესაძლოა ამგვარი შეთანხმების საფუძველი გახდეს, ეს არ მოითხოვს კონსტიტუციის ცვლილებას”, – ამბობს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი