ახალი ამბები

პროპორციული სისტემის ჩაგდება მოულოდნელი იყო – ევროპარლამენტის წევრი

27 ნოემბერი, 2019 • 1009
პროპორციული სისტემის ჩაგდება მოულოდნელი იყო – ევროპარლამენტის წევრი

ევროპარლამენტის წევრმა, ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.

“საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. ეს მოულოდნელი იყო, რასგანაც არსებობდა აშკარა და მულტიპარტიული კონსენსუსი ამ ცვლილებების შესახებ. ეს იწვევს რყევებს საზოგადოებაში და გამოჰყავს ხალხი ქუჩაში. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთობლივად ოპოვონ გამოსავალი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მოქალაქეების იმედს”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

მან ასევე წუხილი გამოთქვა, რომ ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში ევროპის პარლამენტის წინაშე არ ახსენა აღმოსავლეთ პარტნიორობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი