ახალი ამბები

მოგერინი: საქართველოში მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის რისკებს ვხედავთ

27 ნოემბერი, 2019 • 1506
მოგერინი: საქართველოში მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის რისკებს ვხედავთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მიმდინარე სესიაზე აცხადებს, რომ საქართველოში მნიშველოვან რეფორმებზე უკან დახევის რისკებს ხედავენ:

“საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა, რის გამოც ვზრდით ჩვენი მონიტორინგის მისიებს. საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ განცხადება არ არის. ეს არის საფუძველი ადგილზე ჩვენი საქმიანობისა.

საქართველო სამეზობლოში ჩვენი ახლო და სანდო მოკავშირეა პარტნიორობაში. ამიტომ არ ვიკავებთ თავს, როდესაც ვხედავთ რისკებს, როგორც დღეს, ქვეყანაში კანონის უზენაესობის სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი