ახალი ამბები

არასამთავრობოების სოლიდარობა ლგბტ თემს [ფოტო]

17 მაისი, 2015 • • 2749
არასამთავრობოების სოლიდარობა ლგბტ თემს [ფოტო]

აქციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდები, რომელიც შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისის საქმეს, როცა ლგბტ თემს საქართველოში არ მიეცა შესაძლებლობა გაემართა საჯარო ღონისძიება ჰომოფობიის წინააღმდეგ, მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა და ამით დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება). აღნიშნულ საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დააკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ.

ლგბტ თემს შეკრების უფლება არც 2013 წლის 17 მაისს მიეცა, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას მათ მიმართ. აღნიშულ საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 2014 წლის 17 მაისს საქართველოში აღარ გამართულა ლგბტ თემის და უფლებადამცველების აქცია.

დღეს, 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გაერთიანდა, რათა სოლიდარობა გამოეხატათ ლგბტ თემის მიმართ. აქციაზე მათ საზოგადოებას გააცნეს 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლო აცხადებს: “სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას”.

დღევანდელ აქციას, ასევე, შეუერთდა პოლიტიკოსების ნაწილი.

დღევანდელი აქციის უსაფრთხოება პოლიციამ უზრუნველყო. კერძოდ, მათ მიერ ჩაკეტილი იყო მრგვალი ბაღის ყველა შესასვლელი და ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე ავტობუსი.

არასამთავრობოების სოლიდარობა ლგბტ თემს, 2015 წლის 17 მაისი, თბილისი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს პოლიცია იცავს, 2015 წლის 17 მაისი
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს პოლიცია იცავს, 2015 წლის 17 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი