ახალი ამბები

ზურაბიშვილი ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

27 ნოემბერი, 2019 • 992
ზურაბიშვილი ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით კი დაშავდა:

“საქართველო ალბანელ ხალხთანაა ამ მძიმე ჟამს. სიმტკიცეს ვუსურვებ ხელისუფლებას და მაშველებს” ,- წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა და 650 დაშავდა მიწისძვრისას, რომელიც ალბანეთში 26 ნოემბრის ღამეს მოხდა.

როგორც BBC წერს, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედაქალაქიდან 34 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დურეში გამთენიისას მოხდა. მოსახლეობის უმეტესობა ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა.

გამოცემის თანახმად, ათობით ადამიანს ღამის გათენება მანქანებში მოუხდათ, მათ ეშინიათ საკუთარ ბინებში დაბრუნება. ამის მიზეზი კი ისიცაა, რომ მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზიანდა არაერთი შენობა.

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 650

მასალების გადაბეჭდვის წესი