ახალი ამბებირეკლამა

თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო

27 ნოემბერი, 2019 • 3682
თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო

საინიციატივო ჯგუფი “ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი” 27 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე მართავს საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთი შეგროვდება.

აქციის ფარგლებში, თბილისში,  სხვადასხვა ადგილას დადგმულია კამპანიის ბრენდირებული ყუთები. საინიციატივო ჯგუფი უკვე მეოთხე წელია ამ აქციას მართავს.

რას ვაგროვებთ?

[checklist]

  • ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი
  • სათამაშოები
  •  წიგნები

[/checklist]

სად ვაბარებთ? 

[checklist]

  • ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი – გუდიაშვილის ქ. 7
  • მედიათეკა ვაკის პარკში
  • კომაროვის საჯარო სკოლა – ვაჟა ფშაველას #49
  • ამერიკული აკადემია თბილისში – ლისის ტბა 01/014
  • საქართველოს უნივერსიტეტი – კოსტავას ქ. № 77ა
  • თავისუფალი უნივერსიტეტი – დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240

[/checklist]

ვისთვის ვაბარებთ?

– საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარებისთვის.

შემოუერთდით ჩვენს აქციას და ერთად #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი

მასალების გადაბეჭდვის წესი