ახალი ამბები

ანონსი -16 მაისი

16 მაისი, 2015 • • 1368
ანონსი -16 მაისი

11:00 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაფინანსება; 


11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას


11:30 ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 

12:00 კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბურ პროექტს – „ექსკურსია მუზეუმებში“ იწყებს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს.


12:00 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელია, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში გაემგზავრება და საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. საყდრისში ჩავლენ მოსარჩელე მხარეები, მოწმეები, მოწვეული სპეციალისტები და ასევე საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები. საკონტაქტო პირი: ნინო ბურჭულაძე 551 19 11 55


12:00 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, “ბიბლუსი” და იტალიური კაფე-სანაყინე “ჩი გუსტა” მრგვალ ბარში ნაყინის დღესასწაულს გამართავს. 12:00 საათიდან DJ 13:00 საათზე, საბავშვო გასართობი პროგრამა (გაგრძელდება 3 საათი) 14:30 საათზე, შეხვედრა გურამ პეტრიაშვილთან .

12:00 სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორის “Startup Nest”-ის ფარგლებში, სტუდენტური კრეათონი გაიხსნება. მისამართი: კოსტავას ქ. №77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი №407

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში მემარცხენე ალიანსის ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სააკაშვილის ეკონომიკური დევალვაცია, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით,


13:00 კლუბ “ტრიუმფში” ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის “ინტელექტის დღე 2015″-ის ფინალური ეტაპი სტარტს აიღებს. საკონტაქტო პირი: დავით გოჩიაშვილი – 599 18 54 53

 

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა შორის ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალი ჩატარდება. მისამართი: სარაჯიშვილის №1 გ, გლდანის რაიონის გამგეობის შენობა.

 

14:00 ფოტოკონკურსი “მოქალაქე IN ACTION” გამოფენა-დაჯილდოება და “გენდერული თანასწორობის ხეივნის” გახსნა გაიმართება. მისამართი: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქუჩის დასაწყისი, მარცხენა მხარე საკონტაქტო პირები: თამარ კარაია – 593 74 16 71, თამარ კაციტაძე – 599 43 74 03


15:00სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო გაძლიერების ინსტიტუტის ორგანიზებით EUROsima მშვიდობის ფორუმი 2015 გაიხსნება. მისამართი: ქუთათელაძის ქ. №3 (საბურთალო, ყაზბეგის ქ. №28-დან შესასვლელი


15:30 თბილისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარი-დეპუტატი ჯაბა სამუშიას ორგანიზებით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მისამართი: თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქუჩა N55

 

15:30 თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მუსიკოსების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართება, რომელიც თბილისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშიას ორგანიზებით ჩატარდება. მისამართი: თემქა, ანაპის ქ. №414, დივიზიის ქუჩა №55

 

16:00 “თბილისი მარიოტში”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. თემა: რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი – მზადება და მოლოდინები.

მასალების გადაბეჭდვის წესი