ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის და Visa -ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

27 ნოემბერი, 2019 • 658
ვითიბი ბანკის და Visa -ს გათამაშების  გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვითიბი ბანკისა და Visa -ს გათამაშებაში, მორიგი  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ბანკმა ჯამში 12 მომხარებელი დააჯილდოვა. ყველას საჩუქრად გადაეცა, 2 კაციანი და 2 დღიანი საგზური სასტუმროში „Radisson Collection Hotel“ წინანდალში. აღსანიშნავია, რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ყოველკვირეულად, პრინციპით, 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საჭიროა 1 დეკემბრის ჩათვლით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადაიხადოთ  ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით.  

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი