ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ღარიბაშვილის სახელით შექმნილ ფეისბუქ-გვერდებზე განცხადებას ავრცელებს

26 ნოემბერი, 2019 • 1120
თავდაცვის სამინისტრო ღარიბაშვილის სახელით შექმნილ ფეისბუქ-გვერდებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელებში, პერიოდულად იქმნება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

“მოცემული გვერდებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობენ მხოლოდ ოფიციალური “ფეისბუქ” და “ტვიტერის” გვერდებით”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი