რუსეთის სურსათის სააგენტოს (“როსსელხოზნადზორი“) მიხედვით, საქართველომ უფლება მისცა სამ რუსულ კომპანიას, რომ ქვეყანაში ღორის, ძროხისა და ფრინველთა ხორცი შემოიტანოს. რუსული სააგენტოს განცხადებას RIA ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2019 წლის აპრილში საქართველოში 3-მა რუსულმა კომპანიამ შესაბამისი ინსპექცია გაიარა და, შესაბამისად, ქვეყანაში ხორცის შეტანის უფლება მოიპოვა.

RIA წერს, რომ სამივე კომპანია ექსპორტიორთა რეესტრში უკვე შეყვანილია და საქართველოში თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია უკვე შეუძლიათ.