ახალი ამბები

წყლის ჭავლი ნამდვილად გამოიყენეს, პოლიციის უფროსმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

26 ნოემბერი, 2019 • 2105
წყლის ჭავლი ნამდვილად გამოიყენეს, პოლიციის უფროსმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ დილას პარლამენტთან დემონსტრაციის დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლი არ გამოუყენებია, თუმცა ეს ასე არ არის. შსს-მ ნამდვილად გამოიყენა წყლის ჭავლი.

26 ნოემბრის დილას სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა უკვე კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას“.

იქვე განაცხადა: „შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“.

არადა, წყლის ჭავლის გამოყენება დილას გადაღებულ კადრებშიც ნათლად ჩანს.

„ნეტგაზეთი“ ეცდება, მას ჰკითხოს, რის გამო გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

ამავე თემაზე

წყლის ჭავლი გამოიყენეს შსს-ს დანაყოფებმა, არა საპატრულომ – შსს-ს განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი