ახალი ამბები

წყლის ჭავლი გამოიყენეს შსს-ს დანაყოფებმა, არა საპატრულომ – შსს-ს განმარტება

26 ნოემბერი, 2019 • 1440
წყლის ჭავლი გამოიყენეს შსს-ს დანაყოფებმა, არა საპატრულომ – შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით, გამთენიისას, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შსს-ს შესაბამისმა დანაყოფებმა.

ეს განმარტება უწყებამ ვაჟა სირაძის განცხადების საპირწონედ გაავრცელა, რომელმაც მანამდე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ დილას პარლამენტთან დემონსტრაციის დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლი არ გამოუყენებია, თუმცა ეს ასე არ არის. შსს-მ ნამდვილად გამოიყენა წყლის ჭავლი.

“საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ ყოფილა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, რის შესახებაც ისაუბრა საპატრულო პოლიციის დირექტორმა, აღნიშნული საშუალებები გამოყენებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვრცლად ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/409409/

მასალების გადაბეჭდვის წესი