ახალი ამბები

აქციის დროს გიორგი ვაშაძემ საჯარო ლექცია მოაწყო

25 ნოემბერი, 2019 • 903
აქციის დროს გიორგი ვაშაძემ საჯარო ლექცია მოაწყო

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია მოაწყო. ამისთვის პარლამენტის მიმდებარედ ვაშაძემ და მისმა მხარდამჭერებმა აუდიტორიისთვის ეკრანი და სკამები მოიტანეს.

გიორგი ვაშაძემ აქციის დროს პანელური დისკუსია მოაწყო. ფოტო: მარიამ ვარადაშვილი/ნეტგაზეთი

“ეს არის მშვიდობიანი პროტესტის სახე, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალადობას ვუპირისპირებთ. ეს არის ის, რომ ჩვენ საქმის კეთებაც შეგვლძლია, ეს არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაზე ზრუნვა შეგვიძლია და ძალა ერთობაშია. ჩვენ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება, ისინი კი მარტო რჩებიან. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ, მათ კი ეს არ იციან“, – ამბობს გიორგი ვაშაძე ნეტგაზეთთან.

ვაშაძე ამბობს, რომ პანელური დისკუსიის დროს სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ, მათ შორის, იმ კანონპროექტზე, რომელიც დღეს ოპოზიციამ შეიმუშავა და, მათი თქმით, გერმანული მოდელის საფუძველზე შეიქმნა.

ამ თემაზე ვრცლად:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი