ახალი ამბები

აქციის მონაწილეებს კასრები ჩამოართვეს – კამათი პოლიციასთან

25 ნოემბერი, 2019 • 1012
აქციის მონაწილეებს კასრები ჩამოართვეს – კამათი პოლიციასთან

დემონსტრანტებს, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, პოლიციელებმა ჩამოართვეს კასრები, რომლებიც, მათი განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე გასათბობად სჭირდებოდათ.

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ამაღლების ქუჩაზე მოხდა, რომელიც რამდენიმე ასეულით მეტრით არის დაშორებული პარლამენტის შენობისგან. მათ კასრები დაახლოებით 10:10 საათისთვის ჩამოართვეს.

პოლიციის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ კასრები „დროებით ჩამოართვეს“; ასევე, თქვა, რომ კასრების/შეშის მიტანა „არაკონსტიტუციურია“.

ამასთან, თქვა: „კასრებს რაც შეეხება, ეს კასრები შეიძლება იქნას გამოყენებული. პრევენციული ღონისძიებიდან გამომდინარე, დროებით შეგეზღუდათ“.

მანამდე პოლიციამ დემონსტრანტებს/აქციის ორგანიზატორებს ოთხი სატვირთო მანქანა ჩამოართვა, რომელიც აქციაზე მიდიოდა და სხვადასხვა საგნით – ღუმელებით, შეშით და ა.შ იყო დატვირთული.

მასალების გადაბეჭდვის წესი