ახალი ამბები

დემონსტრანტები პარლამენტს ცოცხალ ჯაჭვს არტყამენ

25 ნოემბერი, 2019 • 2624
დემონსტრანტები პარლამენტს ცოცხალ ჯაჭვს არტყამენ

პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი უნდა შემოარტყან.

ხოშტარიას თქმით, ჯაჭვის შეკვრა ჩიტაძის ქუჩიდან დაიწყება და მთლიანად შემოერტყმება პარლამენტის შენობას. ისინი აპირებენ, მთელი ღამის განმავლობაში არ დაიშალონ.

„ჩვენი პროტესტი არის სამართლიანი, არაძალადობრივი და მტკიცე“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პიკეტირება არ შეწყდება და ხვალაც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი