ახალი ამბები

ვხედავთ “ოცნების“ მორიგ ტყუილს – თევდორაძე კალაძის განცხადებაზე

25 ნოემბერი, 2019 • 1079
ვხედავთ “ოცნების“ მორიგ ტყუილს – თევდორაძე კალაძის განცხადებაზე

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის თქმით, პარტიას კალაძის განცხადების არ სჯერა და ტყუილად აფასებს.

დღეს, 25 ნოემბერს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020-ში “ოცნება“ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატს არ დააყენებს და “ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა“, ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსს მისცემს.

“ჩვენ ვხედავთ “ქართული ოცნების“ მორიგ ტყუილს, კიდევ ერთხელ მოტყუებულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ იმის გამოცხადებს, რომ “ოცნების“ გუნდის შიგნით არ არის მზაობა იმაზე, რომ კონსტიტუციურ ცვლილება შედგეს.

ვხედავთ კიდევ ერთხელ ნაცრის შეყრას მოსხლეობის თვალში და იმის თქმას, რომ 2020 ან 2021 წლის არჩევნებზე დღის წესრიგში დადგება და ჩატარდება პლებისციტი ან რეფერენდუმი, რომელიც იმსჯელებს, სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე ხომ არ გადავიდეთ, ეს უკვე იმდენად მარაზმში გადადის, რომ “ქართული ოცნება“ არანაირი პოზიტიური ცვლილებისთვის მზად არ არის“, – ამბობს თევდორაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ “ოცნებამ“ დიალოგისთვის მზაობა გამოაცხადოს და იკითხოს – “ვერ შევძელი [პროპორციულის] გატანა და სხვა რა გზები არსებობს – ამის ნაცვლად, პირდაპირ და დემონსტრაციულად გვიცხადებს, რომ არანაირი მზაობა არ აქვს და არც შეუძლია“.

თევდორაძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ქვეყანა ღრმა კრიზისში შეჰყავს და ეს კრიზისი საბოლოოდ “ოცნებას“ დაანგრევს“. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნებს, ისინი 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში დამოუკიდებლად ჩაატარებენ აქციას და პროპორციულ სისტემასა და დამნაშავეების დასჯას მოითოხვენ.

“ჩვენ ჩვენი მოთხოვნების ერთგული ვრჩებით, ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ სისტემას და იმას, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. “ქართული ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციურ ძალად მხოლოდ ენმ წარმოაჩინოს და დღეს გვესაუბრება იმაზე, რომ თითქოს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაატანინა მათ პროპორციული. ამავდროულად, აცხადებს, რომ ენმ დანაშაული, დესტრუქციული ძალაა, ჩვენ კი წლებია ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“, – ამბობს თევდორაძე.

ამავე თემაზე:

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი