ახალი ამბები

ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

25 ნოემბერი, 2019 •
ზოგიერთ ოლქში “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს – კალაძე

“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” სახელით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გააკეთა.

“შედეგად უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ივნისში ჩვენი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა”, – განაცხადა კალაძემ.

მანამდე მან განაცხადა, რომ “თემა დახურულია” და 2020 წლის არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო  სისტემით ჩატარდება. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ირგვლივ არც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს და არც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი