ახალი ამბები

მოძრაობა “გაბედეს” წევრები აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან მართავენ

24 ნოემბერი, 2019 • 928
მოძრაობა “გაბედეს” წევრები აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან მართავენ

მოძრაობა “გაბედეს” წევრები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ. აქტივისტები პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომის დადებას აპირებენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რეზიენციის ბლოკირებას არ ახდენენ და ბოქლომის დაკიდება სიმბოლური ჟესტია:

“ჩვენ არანაირ ძალადობრივ მეთოდებს არ ვიყენებთ და მოგვეცით შესაძლებლობა დავაბოქლომოთ ეს სამარცხვინო პრეზიდენტი. ხვლაინდელი დღე რომ გატენდება ჩვენი დასაცავები გახდებით თქვენ იმიტომ, რომ ეს ქალბაოტნი არ დაგიცავთ და არც მისი ბატონი” – მიმართავენ აქციის მოანწილეები პოლიციელებს.

შსს-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ რეზიდენციის შენობა კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლია და ბოქლომის დადებით მისი იერსახე დამახინჯდება.

ბოლო დღეების განმავლობაში მომიტინგეებმა სიმბოლურად ბოქლომი არაერთ სახელმწიფო უწყებაზე განათავსეს მათ შორის იყო პარლამენტის, მთავრობის ადმნისტრაციისა და პროკურატურის შენობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი