ახალი ამბები

NDI: მარგველაშვილი, ბაქრაძე და ალასანია უფრო მეტ ადამიანს მოსწონს, ვიდრე – ღარიბაშვილი

13 მაისი, 2015 •
NDI: მარგველაშვილი, ბაქრაძე და ალასანია უფრო მეტ ადამიანს მოსწონს, ვიდრე – ღარიბაშვილი

ამ თვალსაზრისით მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ილია მეორეს აქვს – 87 პროცენტი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მარგველაშვილის შემდეგ მეორე ადგილს ირაკლი ალასანია იკავებს, რომელიც მოსახლეობის 51 პროცენტს მოსწონს, მესამეზეა დავით უსუფაშვილი – 45%, დავით ბაქრაძე – 44 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილი – 40 პროცენტი, კახა კალაძე – 37 პროცენტი, თინა ხიდაშელი – 33 პროცენტი, მიხეილ სააკაშვილი 30 პროცენტი, მანანა კობახიძე – 28 პროცენტი, დავით ბერძენიშვილი – 27 პროცენტი, ნინო ბურჯანაძე – 26 პროცენტი, ხოლო ირმა ინაშილი – 26 პროცენტი.

 

 

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი