ახალი ამბები

გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნაზე ბოქლომი ჩამოკიდა

22 ნოემბერი, 2019 • 1425
გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნაზე ბოქლომი ჩამოკიდა

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი გაბაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო.

“თქვენ თუ გგონიათ, რომ ძალადობით, მოტყუებით, აფერისტობით ჩაატარებთ არჩევნებს, ძალიან ცდებით. ეს არის ღრმა პოლიტიკური და მორალური კრიზისი, რომელშიც თქვენ იმყოფებით”, – მიმართა გაბაშვილმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ შეუქმნის კომფორტს, რომ პროტესტის სიმბოლო – ბოქლომი – საკრებულოს შენობაშიც არ ნახონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი