ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი ხელწერილით გაათავისუფლეს

22 ნოემბერი, 2019 • 982
“ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

პარტიაში ამბობენ, რომ თორნიკე დიასამიძე დღეს, 22 ნოემბერს, მცხეთაში დააკავეს, მაშინ, როდესაც დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აკრავდა ე.წ. სტიკერს, წარწერით “დაბოქლომებულია“.

რაც შეეხება შსს-ს ინფორმაციას, უწყება ამბობს, რომ “ევორპული საქართველოსა“ და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

“პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა” ,- ამბობს შსს.

“ევროპული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროების “დაბოქლომების” აქციას ატარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი