უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი შესაძლოა 200 ათასიდან 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს

უცხოურ ვალუტაში დაკრეტიდების ზღვარი შესაძლოა 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ თქვა, რომ როგორც კი პროცესები “იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში“, ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მან ასევე ახსენა “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები“, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას არ ითვალისწინებენ.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი.

ამიტომ დღეს მე მინდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ“, – თქვა გახარიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან