ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2019 •
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება

დღეს, 21 ნოემბერს, 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. როგორც აქტივისტები ამბობენ, ადმინისტრაციის შენობას სიმბოლურად ბოქლომს დაადებენ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქტივისტები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომს ადებენ. იგივე სახის პერფორმანსი გუშინ პროკურატურასთან და სუს-თან გაიმართა.

პროკურატურასთან აქციის დროს ადგილზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება მოითხოვა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას, აქ მხარდამჭერებთან ერთად დავით ქაცარავა იყო მისული.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი