ახალი ამბები

დავით ქაცარავამ სუს-ის შენობის კარზე ბოქლომი ჩამოკიდა

20 ნოემბერი, 2019 • 1095
დავით ქაცარავამ სუს-ის შენობის კარზე ბოქლომი ჩამოკიდა

დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდა. ქაცარავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ უერთდება აქტივისტების პერფორმანსს, რომლებმაც სხვადასხვა უწყებაზე ბოქლომები ჩამოკიდეს.

ქაცარავას თქმით, მან და სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია“ დაანახა საქართველოს მოსახლეობას, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივიზმი ყველაზე ეფექტიანია.

დავით ქაცარავამ ბოქლომის ჩამოკიდებამდე თქვა, რომ “დღეს საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის, მან გადმოინაცვლა თბილისში და გადის აქ“.

გარდა ამისა, სუს-თან მისული ქაცარავა აცხადებს, რომ მასზე და მოძრაობის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“ორი დღის წინ სანდო წყაროებიდან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი და ანტისაოკუაპციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრების დაპატიმრება, ხერხები ტრადიციულია, სამწუხაროდ – იარაღის ჩადება ან ნარკოტიული საშუალების”, – ამბობს ქაცარავა და ამატებს, რომ არც ის და არც მოძრაობის რომელიმე წევრი უკანონო იარაღს არ ფლობს და არ მოიხმარენ ნარკოტიკს.

ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ბოქლომი დაადეს

მასალების გადაბეჭდვის წესი