ნეტგაზეთი | ბაქოში ლგბტ თემის წევრი, ცნობილი პროდიუსერი მოკლეს ბაქოში ლგბტ თემის წევრი, ცნობილი პროდიუსერი მოკლეს – Netgazeti
RU | GE  

ბაქოში ლგბტ თემის წევრი, ცნობილი პროდიუსერი მოკლეს

აზრებაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში ცნობილი პროდიუსერი, ჰამლეტ ჯახანგიროვი მოკლეს. 

აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე მკვლელობაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი დაკავებული არიან და მათ მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.


აზერბაიჯანის მედიის ცნობით, ჯახანგიროვს ცივი იარაღით შვიდი ჭრილობა მიაყენეს.

 

ერთ-ერთი ბრალდებულის მონაყოლით, დანაშაულის ფაქტის დროს სხვა ორ პირთან ერთად საკუთარი ავტომობილის საჭესთან იმყოფებოდა, რა დროსაც გზაზე მიმავალი ჰამლეტ ჯახანგიროვი შეამჩნია, რომელსაც ქალის ტანსაცმელი ეცვა. ბრალდებული ამბობს, რომ ჯახანგიროვი თავდაპირველად ქალი ეგონათ და მასთან გასაუბრება სცადეს, ხოლო როდესაც მიხვდნენ, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდა, მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის დროსაც ცივი იარაღით დაჭრეს.

 

ჰამლეტ ჯახანგიროვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

2014 წლამდე ის პოპულარული აზერბაიჯანელი მომღერლის, საიდა სულთანის პროდიუსერი იყო. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი