ახალი ამბები

პაციენტის თანმხლებმა ექიმს სცემა – კლინიკა

20 ნოემბერი, 2019 • 1090
პაციენტის თანმხლებმა ექიმს სცემა – კლინიკა

პაციენტის თანმხლებმა პირმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმს, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს სცემა, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ცენტრალურ საავადმყოფოში.

ცენტრალური საავადმყოფოს თანახმადვე, ინციდენტი 19 ნოემბერს მოხდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ცოტა ხანში გაავრცელებენ განცხადებას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას/ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი