ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი მეუღლესთან ერთად ვიდეომიმართვას ავრცელებს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სთხოვს.
“სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თავის მოვალეობებს ასრულებს და ადამიანებს დამხარებას უწევს”, – აცხადებს ილვესი ვიდეომიმართვაში.
ვიდეოს საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.