ახალი ამბები

18 ნოემბრის აქციებზე დაკავებული 37-ივე პირი თავისუფალია, პროცესები ხვალ განახლდება

20 ნოემბერი, 2019 • 1092
18 ნოემბრის აქციებზე დაკავებული 37-ივე პირი თავისუფალია, პროცესები ხვალ განახლდება

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს გაგრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე გადაიდო. საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე კი დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან  37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

 

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი