ახალი ამბები

აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან

19 ნოემბერი, 2019 • 961
აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.

“ჩვენ, აქტივისტები, მივდივართ მხარდასაჭერად. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება, შეგიძლიათ წამობრძანდეთ”, – მიმართა აქციის მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა.

დღევანდელ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ “ქვეყნის სამსახურში” და ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გაახმოვანეს, რაც გულისხმობს მასტაბურ საპროტესტო აქციას 25 ნოემბერს და პარლამენტის შენობის პიკეტირების დაწყებას, რათა 26 ნოემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომა ვერ ჩატარდეს. ოპოზიცია ასევე აანონსებს ყოველდღიურ მცირე აქტივობებს, მათ შორის, ხვალ, 20 ნოემბერს, 15:00 საათზე პროკურატურასთან საპროტესტო აქციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 37 პირის საქმეს ერთი მოსამართლე მორიგეობით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი