ახალი ამბები

წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა დაიგო

19 ნოემბერი, 2019 • 778
წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა დაიგო

მთაწმინდის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა მოეწყო.

საგზაო სამუშაოების მიხედვით, 1300 კვ.მ. ფართობზე ამორტიზებული ასფალტის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზამ მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებული პრობლემები მოუხსნა. საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 305 770 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული საგზაო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი